გარე ზემოქმედების შედეგად თსუ-ს სერვერი ხარვეზებით მუშაობდა. პრობლემა ამ ეტაპისათვის აღმოფხვრილია და მიმდინარეობს ბაზის მონიტორინგი. დარეგისტრირებული საგნები წაიშლება რეგისტრაციის ახალი ვადები განისაზღვრა შემდეგნაირად:
სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტზე აკადემიური რეგისტრაცია დაიწყება 27 თებერვალს - 12 საათზე.
27 თებერვალს - 12:00 საათზე.
შესაძლებელი იქნება:
- ძირითადი სპეციალობის/major/ სასწავლო კურსების არჩევა მხოლოდ კონკრეტული სპეციალობის სტუდენტებისთვის (მაგალითად, სოციოლოგიის საგნები გაიხსნება მხოლოდ სოციოლოგიის მიმართულების სტუდენტებისთვის)
საფაკულტეტო სასწავლო კურსების არჩევა.
27 თებერვალს - 15:00 საათზე.
- ბაზა გაიხსნება სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტის ყველა სპეციალობის სტუდენტისთვის (მაგალითად, საზოგადოებრივი გეოგრაფიის საგნების არჩევა შესაძლებელი იქნება პოლიტიკის მეცნიერების მიმართულების სტუდენტებისათვისაც და ა.შ)